შატო ოჟიო, ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის სახელწოდება სწორედ მისი ადგილიდან მომდინარეობს. ის მდებარეობს ალავერდთან ახლოს და აქვს ხედები კავკასიონზე. ვენახები გაშენებულია ოჟიოს ველებზე, ხოლო კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ქვევრის ღვინის წარმოება და მისი რეალიზაცია ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე. ოჟიო გამორჩეულია უნიკალური მიკროზონით. ღვინის ფერმენტაცია, შენახვა და დაძველება ხდება ქვევრებში, რაც საბოლოოდ ქმნის ქართულ ტრადიციულ ღვინოს.
ყურძნის მოსავლის აღება ხდება ოქტომბრის დასაწყისში. ვკრეფთ ხელით და მარნამდე ტრანპორტირება მიმდინარეობს ყუთების გამოყენებით.